პოლიტიკა

ბაქოს დანაღმული ველების რუქები 26 იანვარს გადაეცა –  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი

26 იანვარს აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა ახალი დანღმული ველების რუქები,  რათა გადაეჭრათ ჰუმანიტარული საკითხები, როგორც ნდობის აღდგენის ღონისძიება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა „აზატუტის“ კითხვის პასუხად განაცხადა.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებებზე საპასუხოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა. – „აზერბაიჯანის მხრიდან ამ თემაზე არასაჭირო სპეკულაციების გათვალისწინებით, სომხეთის რესპუბლიკამ ასევე მიაწოდა ეს რუქები ზოგიერთ საერთაშორისო პარტნიორს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩაერთონ მათი სიზუსტის გადამოწმების პროცესში. თავის მხრივ, თემით მანიპულირების ნაცვლად, აზერბაიჯანს აქვს შესაძლებლობა უპასუხოს სომხური მხარის მიდგომას ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაში და გამოიჩინოს რეალური ვალდებულება ნდობის აღდგენისკენ.

სომხეთმა ბაქოს დანაღმული ველების 8 ახალი რუქა  გადასცა.

აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ გადაცემული რუქების  მონაცემები არ არის ზუსტი და სანდო.

ნახეთ მეტი
Back to top button