საერთაშორისო

მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა პუტინს დასცინა

მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, მონღოლმა ცაკია ელბეგდორჯმა X-ში გამოაქვეყნა თავისი ქვეყნის რუქები და დასცინოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. „პუტინის ინტერვიუს შემდეგ აღმოვაჩინე მონღოლური ისტორიული რუკა. არ ინერვიულოთ, ჩვენ მშვიდობისმოყვარე და თავისუფალი ხალხი ვართ“, – წერს ის ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან პუტინის ინტერვიუზე. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „უკრაინა ისტორიულად არ არსებობდა და რომ უკრაინელები იგივე რუსები არიან და ტერიტორიები რუსეთის საკუთრებაა“. რუსეთის პრეზიდენტმა კარლსონს თითქმის ნახევარ საათიანი ისტორიული ექსკურსია ჩაუტარა, რათა დაემტკიცებინა, რომ „უკრაინა ხელოვნური სახელმწიფოა“.

ნახეთ მეტი
Back to top button