მთავარიპოლიტიკა

ნატოში გაწევრიანების საკითხზე არ გვისაუბრია და არ გაგვიხილავს  –  ფაშინიანი

ნატოში გაწევრიანებაზე არ გვისაუბრია და არ განვიხილავთ. ნატოსთან გვაქვს პარტნიორული ურთიერთობა და ახალი არაფერია. ამის შესახებ სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა The Telegraph-ის საერთაშორისო კომენტატორ როლანდ ოლიფანტთან ინტერვიუში განაცხადა, უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა სომხეთი მომავალში ნატოში გაწევრიანებას.

„ჩვენ არ გვითქვამს, რომ უარს ვამბობთ  და უარვყოფთ თანამშრომლობას ზოგადად რუსეთთან და კონკრეტულად უსაფრთხოების სექტორში. ჩვენ ვთქვით, რომ ვაპირებთ ჩვენი ურთიერთობების დივერსიფიკაციას უსაფრთხოების სექტორში. რას ნიშნავს ეს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ ვაპირებთ რუსეთთან უსაფრთხოების ურთიერთობების გაწყვეტას? არა, ეს არ ნიშნავს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენ ვემზადებით და მზად ვართ, განვიხილავთ და ვმუშაობთ ურთიერთობების დამყარებაზე, მაგალითად, ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან,  ინდოეთთან,  რაც უკვე დიდწილად რეალობაა,  და ბევრ სხვა ქვეყანასთან, რომლებთანაც ჩვენ განვიხილავთ  ჩვენი უსაფრთხოების საკითხებს. ბუნებრივია, ეს არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ეს უბრალოდ ის რეალობაა, რომ უსაფრთხოების ურთიერთობები, რომლებიც წარსულში გვქონდა, არ პასუხობს ჩვენს უსაფრთხოების მოთხოვნილებებს ამჟამად.

ნატოსთან დაკავშირებული ასეთი კითხვა დღის წესრიგში არ გვაქვს. ანუ ნატოში გაწევრიანებაზე არც გვიფიქრია და არც განვიხილავთ. ნატოსთან გვაქვს პარტნიორული ურთიერთობა და ახალი არაფერია. ადრე გვქონდა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, ახლა ეს პროგრამა რეფორმატირდება კონკრეტულ პარტნიორობის ფორმატში, რომელიც არ ითვალისწინებს წევრობას. ერთ რამეს გეტყვით,  ჩვენ ვართ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების დე იურე მაინც წევრი და არ ვარ დარწმუნებული, რომ ზოგადად, უფრო სწორად სომხეთში, მიმდინარეობს დისკუსია იმაზე, თუ ბლოკური  სტრატეგია გრძელვადიან პერსპექტივაში, რამდენად შეესაბამება სომხეთს.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან ან საფრანგეთთან ან სხვა პარტნიორებთან უსაფრთხოების სფეროში არ არის მიმართული უსაფრთხოების სფეროში სხვა პარტნიორის წინააღმდეგ.

„უკრაინაში ომი ახალდაწყებული იყო, როცა  ინტერვიუ მივეცი ჩეხურ CNN-ს და ვთქვი, რომ ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში და ეს რეალობაა. მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი უსაფრთხოების თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან ან საფრანგეთთან ან ჩვენს სხვა უსაფრთხოების პარტნიორებთან არ არის მიმართული ჩვენი უსაფრთხოების სხვა პარტნიორის წინააღმდეგ. კიდევ ერთი რამ არის ის, რომ ჩვენს პარტნიორებს თავად აქვთ შეშფოთება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს მათთან თანამშრომლობაზე მათ უსაფრთხოების სისტემებზე. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს საკითხი ჩვენს პარტნიორებთან ერთად მოვახერხოთ მათი ერთობლივი დღის წესრიგით, იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე“, – დასძინა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button