კულტურამთავარი

როგორ აყალიბებდა სომხურ იდენტობას 1600 წლოვანი სომხური ანბანი  –  BBC Travel

BBC Travel-ის მიმომხილველი სუგატო მუჰერჯი თავის სტატიაში „როგორ ჩამოაყალიბა 1600-წლოვანმა ანბანმა სომხური იდენტობა“ ისაუბრა სომხურ ანბანზე და წარმოადგინა თავისი შთაბეჭდილებები სომხეთში მოგზაურობიდან.

სტატიის ავტორის თქმით, შემოდგომაზე სომხეთში მოგზაურობისას სომხური ანბანის  შექმნის 1600 წლის იუბილესთან დაკავშირებით  მან და მისმა კომპანიონმა სოფია ჰაკობიანმა 2005 წელს შექმნილი „ანბანის ბაღი“ მოინახულეს.  

„მუქი ვარდისფერი, ყვითელი და ღია შავი ქვისგან შესრულებული ასოები ყვავილოვანია და დაფარულია ემბლემებით. ზოგი ჯგუფურად, ზოგი მარტო“, – ყვება თავის შთაბეჭდილებებზე მუჰერჯი და აღნიშნავს, რომ პარკში სომხური მწერლობის შემქმნელის მესროპ მაშტოცის ქანდაკებაც ნახა.

მან ასევე წარმოადგინა თავისი შთაბეჭდილებები ერევნის უძველესი ხელნაწერთა ინსტიტუტში-მატენადარანში ვიზიტის შესახებ.

„ერევანში, მაშტოცის გამზირის ჩრდილოეთ მხარეზე მდებარე ბორცვზე განთავსებული შთამბეჭდავი ბაზალტის ნაგებობა ციხესიმაგრეს გვაგონებს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის უძველესი ხელნაწერების ბიბლიოთეკა (სკრიპტორიუმი), რომელიც ასევე არის კვლევითი ინსტიტუტიც. მე ფეხისწვერებზე შემოვიარე საზეიმოდ მდუმარე დარბაზები, სადაც მუდმივი ექსპონატებია გამოფენილი თემატურობის  მიხედვით, მათ შორის ნათარგმნი ლიტერატურა, ფილოსოფია, თეოლოგია, მათემატიკისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების ტრივიუმი და კვადრივიუმი, პოეზია, სამართალი, ისტორია და ხელოვნება“,  -იხსენებს სტატიის ავტორი.

„ვიცოდი, რომ სომხური დამწერლობის ესთეტიურად მჭევრმეტყველი ფორმები, რომლებიც უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ხალხურ ხელოვნებასა და კალიგრაფიაში, მოხვდა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. მაგრამ მე არც კი მეეჭვებოდა რომ ელეგანტური მხატვრული ნიმუშები სავსეა საიდუმლო კოდებითა და შიფრებით და ფარული თვისებები აქვს“, – ხაზს უსვამს მუხერჯი თავის სტატიაში.

„უკანასკნელი  1500 წლის განმავლობაში ანბანი იყო ეროვნული სიამაყის ობიექტი, სომხური კულტურული იდენტობის ბირთვი, სოლიდარობის სიმბოლო ომით განადგურებული მიწისთვის, რომელიც თითქმის ყოველთვის იმყოფებოდა უცხო ძალების ბატონობისა და კოლონიზაციის ქვეშ: რომაელები, ბიზანტიელები. სპარსელები და ოსმალეთის თურქები. დევნისა და მონობის ეს თითქმის უწყვეტი საგა საბოლოოდ დასრულდა 1991 წელს, როდესაც 69-წლიანი საბჭოთა რეჟიმი დაინგრა და სომხეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა“, – ამბობს BBC Travel-ის მიმომხილველი.

ნახეთ მეტი
Back to top button