ეკონომიკა

სომხეთში იწარმოება  მე-4 და მე-5 თაობის თანამედროვე იარაღი  –  დეპუტატი

ჩვენ გვაქვს რევოლუციური ცვლილებები სამხედრო მრეწველობის სფეროში, დღეს გვაქვს იარაღის სახეობები,  რომლებიც იწარმოებიან  სომხეთში. ამის შესახებ 11 თებერვალს რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში დეპუტატმა  არმენ ხაჩატრიანმა განაცხადა.

„ეს იარაღი შეიძლება იყოს მე-4 ან მე-5 თაობის იარაღი და არის განვითარებული ქვეყნები, რომლებიც არც კი აწარმოებენ ამ იარაღს. თუ ამ ტემპს შევინარჩუნებთ, 1-2 წელიწადში გვექნება მაღალტექნოლოგიური მიღწევები, რაც მსოფლიოში ცნობილი იქნება როგორც სომხური მიღწევები სამხედრო ტექნიკის სფეროში, თუ ეს ტემპი გაგრძელდება. რა თქმა უნდა, სომხეთი პატარა ქვეყანაა, ყველაფერს ვერ აწარმოებს, მიდრეკილია ისეთი ტექნიკის წარმოებაზე, რომელიც არის ულტრათანამედროვე, უფრო მეტ პრობლემას აგვარებს და რაც  მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით იწარმოება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დიდხანს დამალვა არ შეიძლება, მაგრამ ამ დროისთვის სწორია ბევრი შრომა და ნაკლები საუბარი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სამხედრო მრეწველობას  ახალი იმპულსი მიეცა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ასევე არის გეგმები დრონების წარმოებაზე, რომლებიც განხორციელების პროცესშია.

„აზერბაიჯანი და თურქეთი იარაღდება და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ წარმოვიდგენთ, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და მიიღება შესაბამისი ზომები. რამდენიმე წელიწადში გვეყოლება მაღალკვალიფიციური, თანამედროვე არმია, მომდევნო წლებში კი სომხური პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე კარგად იქნება ცნობილი“.

ნახეთ მეტი
Back to top button