პოლიტიკა

სომხურ მხარეს ჰყავს 4 მსხვერპლი, 1 დაჭრილი  – ანდრანიკ ქოჩარიანი

სომხური პოზიციების მიმართულებით სოფელ ნერქინ ჰანდთან აზერბაიჯანული ცეცხლის შედეგად სომხურ მხარეს ჰყავს 4 დაღუპული და 1 დაჭრილი, განუცხადა „თავისუფლებას“ ეროვნული ასამბლეის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრანიკ ქოჩარიანმა.

ცხედრების ნაწილი ამოღებულია, მათ შორის წვევამდელები არ არიან“, – განაცხადა ქოჩარიანმა.

სომხური მედიის ცნობით, სოფელ ნერქინ ჰანდთან  აზერბაიჯანული ცეცხლის  შედეგად დაღუპულნი არიან  მოხალისეთა კავშირის “ერკრაპაჰის”  წევრები.

დღეს, 05:30 საათიდან, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გახსნეს მცირე კალიბრის  იარაღით  ბერქინ ჰანდის  სექტორში მდებარე სომხური პოზიციების მიმართულებით, წინასწარი მონაცემებით, სომხურმა მხარემ ცნობა გაავრცელა ორი მსხვერპლის შესახებ. 09:30 საათზე  ცეცხლი შეწყდა.

ნახეთ მეტი
Back to top button