მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი საბაბს ეძებს სასაზღვრო ესკალაციისთვის. სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანული მხარის აგრესიული ქმედებები აჩვენებს, რომ აზერბაიჯანი საბაბს ეძებს სასაზღვრო ესკალაციის განსახორციელებლად. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„13 თებერვალს, დილით, სომხეთის რესპუბლიკის სიუნიქის მარზის კაპანის გაფართოებული თემის ნერქინ ჰანდის მიდამოში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რიგითი პროვოკაციისა და ძალის გამოყენების შედეგად სომხურ მხარეს ჰყავს 4 მოკლული და 1 დაჭრილი.

მიუხედავად სრ კომპეტენტური ორგანოს 12 თებერვლის  შეტყობინებისა, რომლის მიხედვითაც გამოძიება მიმდინარეობს, აზერბაიჯანული მედიის მიერ იმავე დღეს გამოქვეყნებული კადრებისა და ინფორმაციის თაობაზე იმის შესახებ, რომ სრ მესაზღვრეებმა კაპანის მიდამოში აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაჭრეს, აზერბაიჯანულმა მხარემ 13 თებერვალს დილით აგრესიული მოქმედებები განახორციელა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანი საბაბს ეძებს სასაზღვრო ესკალაციების განსახორციელებლად.

ძალის გამოყენების ამ ქმედებებს წინ უძღოდა აზერბაიჯანის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის საბრძოლო განცხადებები, ასევე ბოლო დღეების საინფორმაციო და პროპაგანდისტული მზადება. აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობს შეაჩეროს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობითა და უსაფრთხოებით დაინტერესებული აქტორების ძალისხმევა, განაახლონ მოლაპარაკებები, რომლებიც მიმართულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე.

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ აზერბაიჯანის ამ ქმედებებს სამხედრო პროვოკაციების მიმართ, მოვუწოდებთ თავი შეიკავონ სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯებისგან და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სომხური მხარის ადრე გაჟღერებულ წინადადებებს სანდო ზომების გატარების თაობაზე, რომელიც მიმართულია საზღვრის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button