კულტურა

მაისში ერევანში სომხეთისა და საქართველოს პარლამენტების კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის ფარგლებში, სრ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი შეხვდა  მსოფლიო სამთავრობო სამიტის ფარგლებში არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მყოფ საქართველოს პარლამენტის კულტურის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს ელისო ბოლქვაძეს.

როგორც Armenpress-ს აცნობეს სრ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა. აღინიშნა, რომ 2024 წ. მაისში ერევანში დაგეგმილია სრ მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მუდმივმოქმედი და საქართველოს პარლამენტის კულტურის მუდმივმოქმედი კომიტეტების ერთობლივი სხდომა, რომლის დროსაც იგეგმება საკონცერტო პროგრამის მოწყობაც “არამ ხაჩატრიანის” საკონცერტო დარბაზში, ელისო ბოლქვაძის შესრულებით.

წყაროს ცნობით, განიხილეს სერგეი ფარაჯანოვის იუბილეს ფარგლებში ერთობლივი კინოფესტივალის მოწყობის საკითხიც. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანაში კინოინდუსტრია აქტიურად ვითარდება. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მათ ქვეყნებში კულტურისა და კულტურული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ.

სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა აღნიშნა, რომ კულტურულ განათლებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სომხეთის რესპუბლიკის კულტურის შენარჩუნების, განვითარებისა და პოპულარიზაციის 2023-2027 წლების გეგმის სტრატეგიაში. მიღწეულია შეთანხმება შესაბამისი კონტაქტების შექმნისა და გამოცდილების გაცვლის მიმართულებით მუშაობაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ინტერესის არაერთი სხვა საკითხიც.

ნახეთ მეტი
Back to top button