სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დისტანციური მოლაპარაკებები დიდი ხანია ჩიხშია. სეირან ოჰანიანი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დისტანციური მოლაპარაკებები დიდი ხანია ჩიხშია. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის ,,ბლოკი სომხეთის“ ხელმძღვანელმა სეირან ოჰანიანმა.
მან განმარტა, რომ სამშვიდობო შეთანხმების პროექტში არ არის კონკრეტული პუნქტები საზღვრებთან, რუკებთან, სომხეთის ტერიტორიებიდან აზერბაიჯანული ჯარების გაყვანასთან ან პატიმრების დაბრუნების პირობებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ გამოცხადებული სამშვიდობო დღის წესრიგი მცდარია.
ოჰანიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რიტორიკა და ქმედებები არ მიუთითებს მის მზადყოფნაზე სომხეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.
„მთელი 30 წლის განმავლობაში სწორედ აზერბაიჯანი მოქმედებდა აგრესიულად და არცახის მოსახლეობის თვითგამორკვევის სურვილს ომით პასუხობდა. „არცახის თავდაცვის არმია სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ თავიდან აეცილებინა აგრესია აზერბაიჯანის მხრიდან“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მან შეახსენა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად აზერბაიჯანმა 2023 წელს არცახში ეთნიკური წმენდა განახორციელა.
აზერბაიჯანის მიერ გუშინ სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებულ ბოლო აგრესიაზე ისაუბრა, ოჰანიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი რამდენიმე დღეა ახორციელებს საინფორმაციო პროპაგანდას, რაც ჩვეულებრივ წინ უსწრებს ძალის მოქმედებებს. „აზერბაიჯანს მხოლოდ ძალის ენა ესმის. ამ შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული პრინციპი „ძალა შობს უფლებას“. აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება, ადეკვატური და თუნდაც არაადეკვატური რეაგირება“, – განაცხადა მან.