პოლიტიკა

ვაჰან ქერობიანმა ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა

ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა თანამდებობა დატოვა.  ამის შესახებ ქერობიანმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ძვირფასო სომხეთის რესპუბლიკის მაცხოვრებლებო. აღმოჩნდა, რომ ეკონომიკის მინისტრად აღარ გემსახურებით. ამ 3-ზე მეტი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ურყევი ერთგულებით, სიყვარულით აღვსილი სომხეთის თითოეული მკვიდრის მიმართ. ვმუშაობდი კვირაში მინიმუმ ექვსი დღე, საშუალოდ დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე, სამი წლის განმავლობაში გამოყენებული მაქვს სულ 15-16  შვებულების დღე. ჩემი მუშაობის ყოველი დღეს ვცხოვრობდი ძლიერი სომხეთის არსებობის დომინანტური სურვილით. მე ვიყავი მტკიცე, პატიოსანი და სამშობლოს ერთგული.

ამ სამი წლის განმავლობაში  სომხეთის მშპ აშშ დოლარში დაახლოებით 100%-ით, ხოლო დრამში დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით სომხეთი 112-ე ადგილიდან 86-ე ადგილზე ავიდა, ჩვენ პირველად გავუსწროთ აზერბაიჯანს, ბელორუსიას და ბევრ სხვა ქვეყანას.

მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს, რომ ჩემი ქვეყნის მსახურობის შესაძლებლობა მომცა“, – წერს ქერობიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button