კულტურა

აივაზოვსკის ნახატი „მთვარიანი ღამე“ აუქციონზე გაიყიდება

ჰოვჰანნეს აივაზოვსკის ნახატი „მთვარიანი ღამე“ აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ იტყობინება “რია ნოვოსტი”. ექსპერტები მას 100 მილიონ რუბლად აფასებენ.

აუქციონის ორგანიზატორია მოსკოვის აუქციონის სახლი. აუქციონი 18 თებერვალს გაიმართება. კოლექციონერებს 130-ზე მეტი ლოტს შესთავაზებენ, მათ შორის ილია რეპინის, ვასილი ვერეშჩაგინის, კონსტანტინე კოროვინის, ბორის კუსტოდიევისა და ნიკოლაი რერიხის ნამუშევრებს.

2020 წელს აივაზოვსკის ტილო “ნეაპოლიტანური ყურე”  Sotheby’s-ის აუქციონზე 2,9 მილიონ დოლარად გაიყიდა. ტილო იყო აუქციონების ტოპ ლოტი. საბოლოო ფასი თითქმის ორჯერ მეტი იყო საწყის ფასზე. მანამდე, 2012 წელს, იმავე აუქციონის სახლმა იპოვა აივაზოვსკის ტილოს „ხედი კონსტანტინოპოლიდან და ბოსფორიდან“ მყიდველი. ტილოსთვის 5,2 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

ნახეთ მეტი
Back to top button