არსებობს ერთი გზა, სრ-ში პუტინის დაკავების თავიდან ასაცილებლად. ერევანს კრემლისთვის სხვა შეთავაზება არ აქვს
დააპატიმრებენ თუ არა ვლადიმერ პუტინს სომხეთში? ოფიციალური ერევანი რომის სტატუტის რატიფიცირებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრის შემდეგ მკაფიოდ არ პასუხობს ამ კითხვას. პუტინის დაკავების თემა ბრიტანელი ჟურნალისტის მიერ ფაშინიანისადმი მიმართული კითხვების შემდეგ კვლავ გაჩნდა დღის წესრიგში. ფაშინიანის მორიდებითი პასუხის შემდეგ სომხეთის საერთაშორისო იურიდიულ საკითხებში წარმომადგენელმა ეღიშე კირაკოსიანმა სიტუაციის გარკვეულწილად გარკვევითი კომენტარი გააკეთა. ოფიციალური პირის თქმით, არსებობს ერთი ვარიანტი: სომხეთმა და რუსეთმა ორმხრივ შეთანხმებას მოაწერონ ხელი. მოსკოვი არ განმარტავს, რატომ არ სურს ასეთი ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერა. კრემლიდან მხოლოდ ბრალდებებია სომხეთის რომის სტატუტთან შეერთებასთან დაკავშირებით და თემის ბოლო გააქტიურების ფონზე მოსკოვი ერევანისგან მკაფიო გარანტიებს ითხოვს. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინის სომხეთში შესაძლო ვიზიტამდე გადაწყვეტილი აქვთ განიხილონ ეს საკითხი სომეხ პარტნიორებთან. ეღიშე კირაკოსიანმა გუშინ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა, რომ მოსკოვისთვის ახალი წინადადებები არ აქვთ. სხვა კარგი წინადადებები არ არის, რჩება ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც, კირაკოსიანის თქმით, შესაძლოა მოძველებული იყოს. სომხეთის რესპუბლიკის ჟურნალისტთა კლუბ ,,ასპარეზ“-ის საბჭოს თავმჯდომარის, ლევონ ბარსეღიანის განცხადებით, სომხეთის წევრობა საერთაშორისო სისხლის სამსართლის სასამართლოში გაუფასურდება, თუ ვინმესთვის გამონაკლისი იქნება. სომხეთის ევროპული პარტიის თავმჯდომარე ტიგრან ხზმალიანი სტატუტის რატიფიცირების შემდეგ ორმხრივ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას პრობლემურად მიიჩნევს. თუმცა, პოლიტიკური კომენტატორი ჰაკობ ბადალიანის აზრით, ეს გაურკვეველი ვითარება ხელსაყრელია როგორც რუსეთისთვის, ასევე სომხეთისთვის. ტიგრან ხზმალიანის თქმით, თუ სრ-ს სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ შეასრულოს თავისი ვალდებულებები სომხეთისა და არცახის მიმართ, მაშინ ერევანიც სერიოზულად უნდა მოეკიდოს თავის ვალდებულებებს. ჰაკობ ბადალიანის თქმით, პუტინის დაკავების საკითხი სომხურ-რუსულ წრეებში არ ყალიბდება, არამედ ისმის მესამე მხრიდან, რაზეც არც სომხეთი და არც რუსეთი პირდაპირ პასუხს არ აძლევენ. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მაისში საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ პუტინის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში მზადდებოდა, მაგრამ ის არ შედგა.
ნარეკ კირაკოსიანი