მთავარიპოლიტიკა

ჩვენ 4 მსხვერპლი არ გვეყოლებოდა, რუსებს ნერქინ ჰანდის იზოლირება რომ არ მოეხდინათ ევროკავშირის დამკვირვებლებისგან. დანიელ იოანისიანი

რუსი მესაზღვრეები ნერქინ ჰანდის გზაჯვარედინიდან უნდა გაყარონ. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმირებული მოქალაქეთა კავშირის“ ხელმძღვანელი დანიელ იოანისიანი.

„მთელ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხოლოდ ერთი ადგილია, სადაც ევროკავშირის დამკვირვებლებს მიახლოება არ შეუძლიათ, ეს არის ნერქინ ჰანდი.

საავტომობილო გზიდან ნერქინ ჰანდისკენ მიმავალი გზის კვეთაზე რუსმა მესაზღვრეებმა გზა დაბლოკეს და ევროკავშირის დამკვირვებლებს სოფელთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

შედეგად, აზერბაიჯანელები აკეთებენ იმას, რაც სურთ ნერქინ ჰანდში და შემდეგ აცხადებენ, რომ ეს არის “ევროკავშირის დამკვირვებლების პასუხისმგებლობის არეალში”, თუმცა მათ კარგად იციან, რომ მათი მოკავშირე რუსები ევროკავშირის დამკვირვებლებს იქ ახლოს არ უშვებენ.

დარწმუნებული ვარ, 4 მსხვერპლი არ გვეყოლებოდა, რუსებს ნერქინ ჰანდი ევროკავშირის დამკვირვებლებისგან იზოლაციაში რომ არ მოექციათ.

P.S. რუსი მესაზღვრეების ნერქინ ჰანდიდან გაყვანა კიდევ უფრო აქტუალურია, ვიდრე ზვართნოციდან, აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button