პოლიტიკა

აზერბაიჯანს არ აქვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი სომხეთზე თავდასხმისთვის  –  ედმონ მარუქიანი

სომხეთის სპეციალური დავალებების მქონე ელჩმა ედმონ მარუქიანმა უპასუხა კითხვას, დაესხმება თუ არა აზერბაიჯანი თავს სომხეთს.

მარუკიანმა სოციალური ქსელის X პლატფორმაზე განაცხადა, რომ მისი პასუხი ამ კითხვაზე არის ის, რომ აზერბაიჯანს არ აქვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი სომხეთზე თავდასხმისთვის. მეტიც, 2021 წლიდან აზერბაიჯანის ყველა ქმედება აგრესიაა და საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

„აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიების ოკუპაცია დაუსჯელი რჩება. „საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მიიღოს აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის არალეგიტიმურობის  და მოითხოვოს მისი ჯარების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნების მოწოდებით“, – დაასკვნა მარუქიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button