პოლიტიკა

განხილული იქნა სომხეთის  მთავრობასა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის საკითხები

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორს ემი პოპს შეხვდა.

რიგორც პრემიერ-მინისტრის აპარატიდან გვაცნობეს, განხილულ იქნა სომხეთის მთავრობასა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის საკითხები.

წყაროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა მიგრაციის სფეროში ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის დიგიტალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა სომხეთის  მთავრობის ნაბიჯები მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილთა ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად და ამავდროულად ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მუდმივ მხარდაჭერას.

აღნიშნულია, რომ ემი პოპმა ხაზი გაუსვა სომხეთში მიგრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების ეფექტურობას და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია, თავის მხრივ, მზადაა მჭიდრო თანამშრომლობით წვლილი შეიტანოს მათ შემდგომ ეფექტურ განხორციელებაში. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთის  მთავრობის ნაბიჯებს მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილთა ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად.

ნახეთ მეტი
Back to top button