პოლიტიკა

ირანისათვის  ნებისმიერი ტერიტორიული ცვლილება მიუღებელია   –  ელჩი “ზანგეზურის დერეფნის” შესახებ

ირანის ისლამური რესპუბლიკის საბოლოო პოზიციაა, რომ პატივი უნდა სცეს რეგიონის ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას.

როგორც “ARMENPRESS”-ი იუწყება, ამის შესახებ სომხეთში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მეჰდი სობჰანიმ უპასუხა კითხვაზე, შეიცვალა თუ არა ირანის პოზიცია “ზანგეზურის დერეფანთან” დაკავშირებით.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის საბოლოო პოზიცია არის ის, რომ ჩვენ ვერანაირად ვერ მივიღებთ ტერიტორიულ ცვლილებას. ნებისმიერი ტერიტორიული ცვლილება უნდა მოხდეს ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარების საფუძველზე და ეს იქნება ჩვენი საბოლოო პოზიცია. ირანის ისლამური რესპუბლიკის საბოლოო პოზიციაა, რომ პატივი უნდა სცეს რეგიონის ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ელჩმა.

დიპლომატის თქმით, ირანისთვის მიუღებელია სომხეთის ირგვლივ დაძაბული ვითარების ხილვა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მხარეს, რაც შეიძლება მალე დაამყარონ თბილი და მშვიდობიანი ურთიერთობები. ჩვენ დარწმუნებული ვართ და გვჯერა, რომ ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი ურთიერთობები და მეგობრული დიალოგი. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა და დიალოგი ყველა მხარესთან, რათა მშვიდობა დავმყაროთ რეგიონში“, – განაცხადა ელჩმა.

ნახეთ მეტი
Back to top button