პოლიტიკა

9 ნოემბრის დოკუმენტი არ შეიცავს იმ პუნქტს, რომ რუსეთს სომხეთში რამეს გაკონტროლების უფლება აქვს – ფაშინიანი

9 ნოემბრის დოკუმენტი არ შეიცავს იმ პუნქტს, რომ რუსეთს სომხეთში რამეს გაკონტროლების უფლება აქვს. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა  მიუნხენისა  და მეზობელ რეგიონებში სომხური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„9 ნოემბრის დოკუმენტში არ წერია, რომ რუსეთმასომხეთის რესპუბლიკაში  რაიმე უნდა გააკონტროლოს, მსგავსი არაფერი წერია. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ აზერბაიჯანმა და რუსეთმა სამმხრივი დეკლარაციის დანარჩენი  პუნქტები გააუქმეს, გვერდზე მოისროლეს,  მე-9 პუნქტზე მითითება აღარ არის აქტუალური, რადგან აზერბაიჯანმაც და რუსეთმაც დაარღვიეს თავიანთი ვალდებულებები წინა პუნქტებით. როგორ შეიძლება, რომ თუ დანარჩენი პუნქტები არ არსებობს, ამ ერთმა პუნქტმა იარსებოს?

დღეს მთიან ყარაბაღში სომხები არ არიან და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება  რუსეთის სამშვიდობო ძალებს, რომელთა მიზანი იყო მთიანი ყარაბაღის სომხების დაცვა“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button