კულტურა

ერმიტაჟის მუზეუმში გაიხსნა ურარტუს სახელმწიფოს ქალაქ ერებუნის კუთხე

ერებუნის ისტორიულ-არქეოლოგიურ ნაკრძალ-მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟის მუზეუმის ძველ აღმოსავლეთის განყოფილებაში, გაიმართა ურარტუს სახელმწიფოს უძველესი ქალაქ ერებუნის კუთხის საზეიმო გახსნა. მას ესწრებოდა სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში ვაღარშაკ ჰარუთუნიანი.

Armenpress-ის კორესპონდენტის ცნობით, გამოჩენილი არქეოლოგის, აღმოსავლეთმცოდნე, ერმიტაჟის ყოფილი დირექტორის, ბორის პიოტროვსკის 115 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილია სომხეთის ერებუნის ისტორიულ-გეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის სამი უნიკალური აღმოჩენა. ის ვიზიტორებისთვის ღია იქნება დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში.

მაღალი შეფასება მისცა რა ღონისძიების მნიშვნელობსა, ელჩმა ჰარუთიუნიანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ნიმუშები საშუალებას იძლევა გაეცნონ სომხეთის უძველეს ისტორიას, როგორც კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთ საფუძველს. მან ხაზი გაუსვა, რომ ურარტუს სახელმწიფოს მაღალმა ცივილიზაციამ  მდიდარი მემკვიდრეობა დატოვა, რომლის გაგრძელებაც სომეხი ხალხის უნიკალური კულტურაა.

„თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში შესაძლებელია რამდენიმე წუთში დაამახინჯოს სისხლით და ადამიანის ღვაწლით შექმნილი ხალხების ისტორია. ეს ასევე ეხება სომხეთის უძველესი ისტორიის ჭეშმარიტებას, რომლის შეცვლასაც დღეს სხვები იაფფასიანი იარაღებით ცდილობენ, ემსახურებიან საკუთარი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა.

ერმიტაჟის გენერალური დირექტორის, მიხეილ პიოტროვსკის თქმით, სომეხმა ხალხმა დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში, ამის დამადასტურებელია ნიმუშები, რომლებიც ოდესღაც აღმოაჩინეს ერევანში, წითელ გორაის უძველეს ადგილზე.

„დღეს ვაცხადებთ წითელ გორაზე რუსულ-სომხური არქეოლოგიური ექსპედიციების აღორძინებას. ერთ დროს იქ უზარმაზარი სამუშაოები ჩატარდა, რის შედეგადაც აღმოჩენილი ნივთების ნაწილი გამოფენაზეა წარმოდგენილი. ეს ღონისძიება ბორის პიოტროვსკის სამახსოვრო ღონისძიებების ნაწილია“, – განაცხადა ერმიტაჟის გენერალურმა დირექტორმა.

ელჩმა ჰარუთიუნიანმა მადლობა გადაუხადა ერმიტაჟის დირექტორს სომხეთსა და რუსეთს შორის კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და სრ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მედლით დააჯილდოვა.

მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში, უახლოეს მომავალში ერევანში ერმიტაჟის კუთხე გაიხსნება. ასევე მიღწეულია შეთანხმება ერებუნის ისტორიულ-არქეოლოგიურ ნაკრძალ-მუზეუმთან ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციების მოწყობაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button