მთავარისაზოგადოება

თბილისში დიდი პოეტის დაბადების დღე და წიგნის ჩუქების ტრადიციული დღე აღნიშნეს

19 თებერვალს, ჰოვანეს თუმანიანის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში დიდი პოეტის დაბადების დღე და ტრადიციული წიგნის ჩუქების დღე აღნიშნეს.

საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, სადღესასწაულო ღონისძიებები დაიწყო თბილისში, სომეხი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ხოჯივანქის პანთეონში, სადაც პანაშვიდი გაიმართა.

შემდეგ თბილისში, ჰოვანეს თუმანიანის სახლის სამეცნიერო-კულტურულ ცენტრში გაიმართა გამოფენის გახსნა სახელწოდებით „თუმანიანის თბილისური ნაკვალევი“ და პოეტ რუზან ჰოვასაფიანის წიგნის „აღდგომა“ პრეზენტაცია, რასაც მოჰყვა ერთმანეთისთვის წიგნების ჩუქების ცერემონია.

ნახეთ მეტი
Back to top button