მთავარიპოლიტიკა

სომხეთთან დაძაბულობის ფონზე აზერბაიჯანი უპილოტოებს, სამხედრო ტექნიკას ყიდულობს. ტიგრან ბალაიანის ინტერვიუ Brussels Signal-თან

სომხეთთან დაძაბულობის ფონზე აზერბაიჯანი უპილოტო თვითმფრინავებსა და სამხედრო აღჭურვილობას ყიდულობს საზღვარგარეთიდან, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ისრაელიდან და თურქეთიდანაც შემოდის.

ამის შესახებ Brussels Signal-თან საუბარში განაცხადა ევროკავშირში სრ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ტიგრან ბალაიანმა.

სომხეთი თვალყურს ადევნებდა საბრძოლო მასალის შესყიდვებს, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოვიდა სამხედრო ფრენებით, მათ შორის ისრაელიდან და თურქეთიდან. ვარაუდობენ, რომ ამ გადაზიდვებში უპილოტოებიც შედის.

„აზერბაიჯანის სამხედრო ტექნიკის 60 ან 70 პროცენტი მოდის ისრაელიდან, შემდეგ კი თურქეთიდან“, – განაცხადა ბალაიანმა.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ გაიზარდა სამხედრო ფრენები სერბეთიდან, რომელმაც ცოტა ხნის წინ გამოაცხადა შეთანხმება აზერბაიჯანისთვის საარტილერიო ტექნიკის მიყიდვის შესახებ.

ბალაიანმა აზერბაიჯანის ბოლო აგრესიაზე საუბრისას, რომლის შედეგადაც 4 სომეხი სამხედრო დაიღუპა, აღნიშნა, რომ ეს იყო პასუხი სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დონის ამაღლებაზე.

„ეს თავდასხმა იყო მესიჯი არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ ბრიუსელისთვისაც“, – განაცხადა ბალაიანმა და დასძინა, რომ ინციდენტი ევროკავშირ-სომხეთის პარტნიორობის საბჭოს სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.

ბალაიანმა შეტევა აღწერა, როგორც აშკარა “გამოწვევა” ევროკავშირის “ძალაუფლებისთვის” რეგიონში.

ელჩმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს არ აქვს სომხეთთან კონფლიქტის დასრულების განზრახვა.

„მიუხედავად ყველა გამაფრთხილებელი მოწოდებისა, აზერბაიჯანს არ შეუწყვეტია აგრესიული რიტორიკა, აგრესიული ქმედებები, მკვლელობები და პროვოკაციები“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button