პოლიტიკა

რომი და ბაქო – სახიფათო ურთიერთობა

იტალიელი ჟურნალისტის სიმონე ცოპელაროს გამოძიება, რომელიც გამოქვეყნდა ვებგვერდზე Irpimedia.irpi.eu

2022 წელს ევროპაში დიდი დისკუსია იყო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული ენერგეტიკული დამოუკიდებლობა რუსეთისგან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ. და მართლაც, მიუხედავად თავდაპირველი შიშისა და სირთულეებისა, შედეგიც დადგა. ყველა არსებული მონაცემი მიუთითებს იმპორტის მკვეთრ შემცირებაზე როგორც ევროპულ დონეზე, ასევე იტალიაში და არის მრავალი პროექტი, რომელიც მიმართულია შემდგომი შემცირებისკენ მომდევნო წლებში.

მაგრამ ის, რაც ნაკლებად ცნობილია, არის ის, რომ გაზის მიღმა, რომელიც ამ ზამთარში მოსკოვისკენ ზურგით იტალიელებისა და ევროპელების სახლებს ათბობს, კიდევ ერთი აშკარად პრობლემური ადამიანის უფლებების ისტორია დგას. ეს არის აზერბაიჯანი, ქვეყანა, რომელმაც ეთნიკური წმენდა 2023 წლის სექტემბერში განახორციელა.

მუამარ კადაფიდან სადამ ჰუსეინამდე, თაიფ ერდოღანიდან ვლადიმერ პუტინამდე, დიქტატურის ევროპული და ამერიკული  მხარდაჭერა ხშირად თუ ბუმერანგად არა,  სარისკო ოპერაციად ითვლებოდა. ამ სიას შეგვიძლია დავამატოთ აზერბაიჯანთან და მის დიქტატორთან სიახლოვე.

გაზისა და ნავთობის მიღმა, რომსა და ბაქოს შორის ურთიერთობები მელონის მთავრობის პირობებში ამყარებს „ლეონარდო“, რომელმაც განაცხადა, რომ აზერბაიჯანის დელეგაციის იტალიაში ვიზიტისას, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების წარმომადგენლების თანდასწრებით, მან ხელი მოაწერა კონტრაქტს C-27J Spartan სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის მიწოდებაზე და იტალიასა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა ასევე ვრცელდება თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქტებზეც.

იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო ოფიციალური ვიზიტით ბაქოს 2023 წლის იანვარში ეწვია „აზერბაიჯანსა და ნატოს, ასევე აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განმტკიცების მიზნით“. როგორც კროსეტომ განაცხადა, შეთანხმებას მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და არის „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დიდი მოდერნიზაციის პროგრამის“ ნაწილი.

სავაჭრო ურთიერთობებს ემატება იტალიის დიპლომატიური მხარდაჭერა, რომელმაც, მრავალი ევროპული ქვეყნის და თავად შეერთებული შტატების ალიევების დინასტიისგან ეტაპობრივი დისტანცირებისგან განსხვავებით, გადაწყვიტა ბაქოს ცენტრალური როლი მიანიჭოს მატეის გეგმაში (ხელმძღვანელი იტალიური ნავთობკომპანია ENI – რედ.) რომელიც მიზნად ისახავს „თანამშრომლობის გაძლიერებას იტალიასა და აფრიკის კონტინენტის სახელმწიფოებს შორის“. რა როლი ენიჭება აზერბაიჯანს  მხრივ? იტალიამ უნდა მიაწოდოს ნავთობი და გახდეს ნახშირწყალბადების განაწილების ცენტრი დანარჩენ ევროპაში. მათი წარმოშობა არის ჩრდილოეთ აფრიკული და აზერბაიჯანული, TAR-ით.

ბუნებრიცია ჩნდება კითხვა,  აქვს თუ არა აზრი მოსკოვთან ურთიერთობის დამღუპველი შედეგის შემდეგ მორიგი დიქტატურის კულტივირებას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, სულ უფრო მეტად არის ორიენტირებული ვლადიმერ პუტინისკენ! მაშინ, როცა რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ყველა დროის ყველაზე დაბალ დონეზეა, ბაქო მოსკოვში ფუნდამენტურ მხარდაჭერას პოულობს. რუსულმა  „გაზპრომმა“ კვლავ დაიწყო რუსული გაზის მიწოდება  აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ისთვის, რათა მან შეძლოს ევროპელი პარტნიორების მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილება. აზერბაიჯანს შეუძლია თავისუფლად შემოიტანოს გაზი რუსეთიდან და ეს ეხმარება რუსეთის ომის მანქანას, რომელიც იკვებება გაზის შემოსავლებით.

იტალია იყო ძალიან ნაყოფიერი ნიადაგი ბაქოს „ხიზილალის დიპლომატიის“ სტრატეგიისთვის, რომელიც პოლიტიკოსებისა და დიპლომატების, ასევე აკადემიკოსებისა და ჟურნალისტების კორუფციის წყალობით, მიზნად ისახავდა დიქტატურის ინტერესების დაცვას და გაფართოებას საზღვარგარეთ. სასამართლო პროცესის შედეგებით დადასტურებული ყველაზე ცნობილი საქმეა ლუკა ვოლონტეს საქმე და აზერბაიჯანის მიერ ევროპის საბჭოს წევრებისთვის გადახდილი ქრთამები.

წლების განმავლობაში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას ადანაშაულებდნენ, რომ ისინი თვალს ხუჭავდნენ რეჟიმის ქმედებებზე. იგივე დაემართა BBC-საც, როდესაც 2022 წლის ბოლოს გაუშვა დოკუმენტური ფილმი „აზერბაიჯანის სასწაულები“, რომელსაც აფინანსებს ნავთობკომპანია BP და ხელს უწყობს პრეზიდენტის ოჯახის შემოწირულობა.

ნაკლებად ცნობილია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უმნიშვნელო არ არის  ის როლი, რომელიც ვატიკანმა ითამაშა ბაქოს გეგმებში. კიდევ ერთხელ, მილიონობით ევრო ჩასრიალდა ბაქოდან რომში, მაგრამ ამჯერად ეს მოხდა  ოფიციალურად, კულტურული პროექტებისთვის…

ნახეთ მეტი
Back to top button