პოლიტიკა

სომხეთი მოლდოვაში გამართულ NATO Regex-2024 საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს

Regex-2024 საერთაშორისო საშტაბო წვრთნები მოლდოვაში 19 თებერვალს დაიწყო და 1 მარტამდე გაგრძელდება. მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო წვრთნებში სომხეთიც მონაწილეობს. ჯამში ნატოს პარტნიორი ქვეყნების 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, უზბეკეთი, ეგვიპტე, იორდანია, ბაჰრეინი, მაროკო, ყაზახეთი, პაკისტანი, ტუნისი, მალტა, განა და ბენინი. სასწავლო მოდულებში მონაწილეობას მიიღებს ნატოს მოკავშირეთა სარდლობის ხუთი ინსტრუქტორი ნეაპოლში. წვრთნები მოლდოვის ეროვნული არმიის მეთაურმა, გენერალმა ედუარდ ოხლადჩუკმა და ნატოს გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა ნეაპოლში, ამერიკელმა ადმირალმა სტიუარტ ბ. მანჩმა, კიშინიოვის ოფიცერთა სახლში გახსნეს. სწავლების ხელმძღვანელის, ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმერ კოვალენკოს თქმით, გენერალური შტაბის სწავლება შედგება რამდენიმე სემინარისაგან, რომელიც ჩატარდება დამტკიცებული პროგრამის მიხედვით, ხოლო მონაწილეთა მომზადებას ნეაპოლში ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდლობის პარტნიორები   განახორციელებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button