საზოგადოება

ფაშინიანი პარიზში მისაკ მანუშიანის ხელახლა დაკრძალვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას  –   L’Humanité

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს, 21 თებერვალს პარიზში საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის გმირის, მისაკ მანუშიანის ხელახლა დაკრძალვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. “ARMENPRESS”-ის  ცნობით, ამის შესახებ ფრანგული პერიოდული გამოცემა L’Humanité იუწყება.

„ცერემონია მანუშიანის დახვრეტიდან 80 წლის შემდეგ გაიმართება“, – ნათქვამია გაზეთში.

წყაროს ინფორმაციით, პანთეონში ასევე დაკრძალავენ მანუშიანის მეუღლეს, მელინე მანუშიანს, რომელიც ასევე იყო წინააღმდეგობის ერთ-ერთი მონაწილე.

სომეხი პოეტი, საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლი, საფრანგეთის ანტიფაშისტი და ეროვნული გმირი მისაკ მანუშიანი იყო ევროპელი ემიგრანტების ჯგუფის ლიდერი, რომლელშიც შედიოდა  ბევრი ებრაელი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების წინააღმდეგ დივერსიებს ახორციელებდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ მანუშიანის ჯგუფი ყველაზე აქტიური იყო საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის დროს. მანუშიანი და მისი ბევრი მეგობარი დააპატიმრეს 1943 წლის ნოემბერში და სიკვდილით დასაჯეს ნაცისტებმა 1944 წლის 21 თებერვალს. იგი საფრანგეთის წინააღმდეგობის გმირად იქნა აღიარებული.

ნახეთ მეტი
Back to top button