მთავარიპოლიტიკა

შარლ მიშელს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ნიკოლ ფაშინიანთან

ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს სატელეფონო საუბარი ჰქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

მიშელმა განაცხადა, რომ ფაშინიანთან სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამყარება ევროკავშირის დღის წესრიგში პრიორიტეტულია“, – წერს მიშელი „X“-ის მიკრობლოგზე.

შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

ნახეთ მეტი
Back to top button