პოლიტიკა

ევროკავშირის მისიამ თავიდანვე არ გამორიცხა ნერქინ ჰანდის მიღწევასთან დაკავშირებული პრობლემები

სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიამ თავიდანვე არ გამორიცხა, რომ ნერქინ ჰანდის მიღწევაში პრობლემები შეექმნებოდა.

ამის შესახებ სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 1 წლის იუბილეს ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის ხელმძღვანელმა მარკუს რიტერმა, ისაუბრა რა აზერბაიჯანის უკანასკნელი აგრესიის დროს ევროკავშირის მისიის შესვლასთან დაკავშირებით რუსი მესაზღვრეების მიერ დაბრკოლების შექმნის საკითხზე.  

„ჩვენს მისიას აქვს წვდომა სომხეთის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ნერქინ ჰანდის ტერიტორიისა, რომელიც ექვემდებარება რუსი მესაზღვრეების პასუხისმგებლობას. თავიდანვე ვიცოდით, რომ პრობლემები არ იყო გამორიცხული ნერქინ ჰანდში შეღწევაში“, – თქვა რიტერმა.

ის მოუწოდებს, რუსულ მხარეს ჰკითხონ, რითაა დასაბუთებელი ევროკავშირის დამკვირვებლების შესვლაში დაბრკოლების შექმნა?

მისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი სომხეთში სტუმრები არიან. „შესაბამისად, სომხეთი უნდა დაკავდეს ამ საკითხით, ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი კონტაქტები სომხეთში რუსულ ძალებთან“, – განაცხადა რიტერმა.

მან დაარწმუნა, რომ პრობლემა ეხება მხოლოდ ნერქინ ჰანდს, სხვა ადგილებში, სადაც ისინი ხვდებიან რუსულ ძალებს, პრობლემები არ არის.

აზერბაიჯანმა 13 თებერვალს გამთენიისას რამდენიმე საათის განმავლობაში ცეცხლი გახსნა სიუნიქის რაიონის ნერქინ ჰანდის დასახლებაში მდებარე სომხური პოზიციების მიმართულებით, რის შედეგადაც სომხეთს 4 დაღუპული და 1 დაჭრილი ჰყავს.

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხურმა მხარემ იცის, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ხელი შეუშალა ევროკავშირის დამკვირვებლების ნერქინ ჰანდში შესვლას და ამ საკითხით უკვე მიმართა ადრესატს.

ნახეთ მეტი
Back to top button