სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მორიგი წინადადებები მიიღო აზერბაიჯანიდან
სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მორიგი წინადადებები მიიღო აზერბაიჯანიდან.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.
„4 იანვრის ჩვენი წინადადების საპასუხოდ აზერბაიჯანმა თავისი ვერსია გამოაგზავნა და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა გრიგორიანმა.
მან ასევე დასძინა, რომ აზერბაიჯანის წინადადებებში ჯერ კიდევ არის გარკვეული უკუსვლები, რაზეც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადრე ისაუბრა.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტთან დაკავშირებით წინადადებები გაცვალეს. ბოლოს სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულების ვერსია აზერბაიჯანს 2024 წლის 4 იანვარს გაუგზავნა.
სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა 10 იანვარს განაცხადა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის წინადადებებში გარკვეული უკუსვლაა.