ეკონომიკა

„ამერიაბანკის“  გარიგების რუბენ ვარდანიანის გამოსასყიდად მიჩნევა აბსურდია   – ექსპერტი

ამ ცოტა ხნის წინ, სს „ამერიაბანკსა“ და BOGG PLC -ს(„BOGG“ ღია სააქციო საზოგადოება) შორის მიღწეული იქნა შეთანხმება,  რომ სს „ამერიაბანკი“ გახდეს გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული BOGG საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის დამოუკიდებელი სრულუფლებიანი წევრი. აღნიშნული ფინანსური ჯგუფის წევრია სს  „Bank of Georgia“  რომელიც მეზობელი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია და მჭიდროდ არის ინტეგრირებული დასავლურ ფინანსურ სისტემასთან.

საქართველოს საკითხებში  ექსპერტმა ჯონი მელიქიანმა „Armenpress“-თან  საუბარში აღნიშნულ გარიგებაზე  და მისგან სომხური მხარისთვის მოსალოდნელ სარგებელზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ამერიაბანკთან“  ტრანზაქცია ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ორი ქვეყნის ფინანსურ ბაზრებს შორის ყოველთვის დიდი დაინტერესება  იყო.

„ამერიაბანკს“  კარგა ხანია განზრახული ჰქონდა  ქართულ ბანკთან კავშირის დამყარება.  აქ ორი მნიშვნელოვანი ელემენტია. პირველი სომხურ-ქართულ კონტექსტშია, ანუ ქართული კაპიტალის მქონე საერთაშორისო ბანკი სომხურ ბაზარზე „ამერიაბანკის“ შეძენითაც მოდის, მეორე მხრივ კი საერთაშორისო ფინანსური ბაზრის წევრია და საკმაოდ სერიოზული პოზიციები აქვს ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოქმედი 250 უმსხვილეს კომპანიებს შორის.  გარიგება ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. „ამერიაბანკის“ მიღწევებს დაემატება უახლესი ევროპული გამოცდილება, რაც კიდევ უფრო გაააქტიურებს ქართულ და სომხურ ბანკებს შორის თანამშრომლობას ჩვენს ფინანსურ ბაზარზე და, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს კონკურენციას ჩვენს ბაზარზე“, – განაცხადა მელიქიანმა.

ტრანზაქციაში დაინტერესებული სს  „Bank of Georgia“  არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკი, თავისი კაპიტალით ერთადერთი, რომელსაც აქვს საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და მჭიდრო მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. როდესაც სს  „Bank of Georgia“  2012 წელს შევიდა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ პლატფორმაზე, ამ გარემოებამ, მელიქიანის თქმით, კიდევ უფრო გაააქტიურა ქართული ბაზარი და ახლა ეს ინსტიტუტი დაინტერესებულია სომხური ბაზრით და იმ მიღწევებით, რაც ბოლო პერიოდში გვქონდა.  ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ ახლახან ხელმოწერილი დეკლარაცია საშუალებას მისცემს თანამშრომლობას მიიყვანოს ისეთ დონეზე, რომ ურთიერთობები გაღრმავდეს, შესაბამისად, ეს დოკუმენტიც ხელსაყრელ ფონს ქმნის მსგავსი გარიგებებისთვის.

კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია „ამერიაბანკის“ საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრის პერსპექტივა სომხეთის საფინანსო და საბანკო სექტორისთვის, მელიქიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია კაპიტალზე წვდომის უზრუნველყოფა.

„ამ ტრანზაქციის წყალობით  „ამერიაბანკი“, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა სომხეთის მსგავს სტრუქტურებს შორის საკუთარი ხელწერით, უფრო მეტ წვდომას იძენს საერთაშორისო კაპიტალზე, რაც დამატებით ინვესტიციებს მოიტანს. გამოცდილება, რომელიც BOGG საერთაშორისო ფინანსურ ჯგუფს აქვს დაკრედიტების, ახალი ელემენტების, კლიენტების მომსახურების გზების თვალსაზრისით, ფინანსურ ოპერაციებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის როგორც ბიზნესმენებისთვის, ასევე რეზიდენტებისთვის“, – განაცხადა მელიქიანმა.

მისი თქმით, ეს გარიგება თავისთავად შეესაბამება სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობის პარალელურად გაღრმავებას, რადგან ბოლო დროს ჩვენი ქვეყანა აქტიურობას იჩენს ევროკავშირთან და დასავლეთთან ურთიერთობაში. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, შექმნის ხელსაყრელ გარემოს ზემოაღნიშნული გარიგების დასადებად.

„სომხეთი ცდილობს იყოს ღია, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი გარე სამყაროსთვის, ამიტომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული და საკანონმდებლო რეფორმები საინტერესოა უცხოელი ინვესტორებისთვის აქ ინვესტიციების განხორციელების კუთხით. ეს ტრანზაქცია ადასტურებს, რომ უცხოელი ინვესტორები უფრო მეტად დაინტერესებულნი არიან ჩვენი ბაზრით, ჩვენი ეკონომიკური ზრდით და შესაძლებლობებით. ეს ტრანზაქცია პირველია, მაგრამ აუცილებლად არ იქნება უკანასკნელი და საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ახალი კომპანიები (არა მხოლოდ საბანკო სექტორიდან, არამედ სხვა სექტორებიდანაც) ჩაერთვებიან სომხეთის ეკონომიკაში“, – აღნიშნა ჩვენმა თანამოსაუბრემ.

პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ ამ გარიგების უკან ჩრდილოვანი აზერბაიჯანელი აქციონერები დგანან და რომ ეს გარიგება, ფაქტობრივად, ბაქოში დაპატიმრებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის რუბენ ვარდანიანის გამოსასყიდია, ჩვენმა თანამოსაუბრემ სრული სერიოზულობით აღნიშნა, რომ  ასეთი ინფორმაცია უბრალოდ სისულელეა.

„აქ არანაირი კავშირი არ არის აზერბაიჯანელებთან და რუბენ ვარდანიანთან. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ „ამერიაბანკთან“ დაკავშირებული პროცესი ღია და გამჭვირვალეა. ყველას, ვისაც აინტერესებს, შეუძლია თავისუფლად გაეცნოს სს  „Bank of Georgia“-ს  ინტერნეტში, ნახოს ვინ არიან ინვესტორები, აქციონერები, წილის მფლობელები. ჩვენი ორი საზოგადოება ძალიან სპეციფიკურია და ხშირად ხდება სხვა ქვეყნებში გავრცელებული დეზინფორმაციის მსხვერპლი. მსგავსი პროცესი დღეს საქართველოშიც ხდება. მათ ასევე უნდათ გაიგონ, რას წარმოადგენს  „ამერიაბანკი“, ვინ დგას მის უკან, რუსები ხომ არ არიან. ჩვენც ვეძებთ აზერბაიჯანს ან თურქეთს, მაგრამ სინამდვილეში ასეთი რამ არ არსებობს. ბიზნეს ტრანზაქცია ღია და გამჭვირვალეა. და ის, რომ უკვე გამოცხადდა, რომ „ამერიაბანკი“  ტრანზაქციის შედეგად შეინარჩუნებს ბრენდს, ლოგოს, მენეჯმენტსა და პერსონალს, ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ ობიექტის შეძენით საერთაშორისო ფინანსური ჯგუფი BOGG საშუალებას აძლევს „ამერიაბანკს“ განვითარდეს იმ მიმართულებით, საითკენაც ამ ბოლო წლეებში მიდიოდა.  ისინი დაეხმარებიან მას დამატებითი გზების ძიებაში, შესთავაზებენ მათ დამატებით რესურსებსა და შესაძლებლობებს. „ამერიაბანკს“ ექნება ახალი მექანიზმები, რომლებიც ჯანსაღი კონკურენციის ელემენტს შემოიყვანს ჩვენს საფინანსო და საბანკო სისტემაში, რაც ხელს შეუწყობს საერთო ეკონომიკის წინსვლას“, – დაასკვნა ექსპერტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button