პოლიტიკა

ერევნის “ზვართნოცის” აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეები გაყვანილი იქნება

ერევნის საერთაშორისო აეროპორტ „ზვართნოციდან“ რუსი მესაზღვრეები გაყვანილი იქნება. ამის შესახებ Factor.am სომხეთის მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„მისი თქმით, ეს პროცესი უახლოეს მომავალში მოხდება. თანამდებობის პირი არ აკონკრეტებს, რა არის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი, თუმცა ირწმუნება, რომ არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„ზვართნოცის“ აეროპორტში რუსი მესაზღვრეების განთავსება მთავრობათაშორისი შეთანხმებით არ რეგულირდება. Factor.am-ისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსი მესაზღვრეები აეროპორტში სამსახურს ახორციელებენ სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურებსა და რუსეთის უშიშროების სამსახურს შორის გაფორმებული დოკუმენტის მიხედვით. Factor.am-მა კითხვით მიმართა უსაფრთხოების სამსახურს მოხდება თუ არა  რუსი მესაზღვრეების გაყვანა აეროპორტიდან,  უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ნახეთ მეტი
Back to top button