თვეების წინ რუსეთის ფედერაციამ სომხეთის მოსახლეობას პირდაპირ მოუწოდებდა გადატრიალების მოწყობისაკენ, დღესაც მოსკოვის პროპაგანდა არ შესუსტებულა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა France24-თან ინტერვიუში განაცხადა.
„2023 წლის სექტემბრის მოვლენებისა და ოქტომბრის მოვლენების დროს, რუსეთის უმაღლესმა წარმომადგენლებმა პირდაპირ მოუწოდეს სომხეთის მოქალაქეებს გამოსულიყვნენ ქუჩაში და დაემხოთ სომხეთის არჩეული, ლეგიტიმური მთავრობა. ექვსი წელია რუსული ტელეარხები ახორციელებენ სისტემატიურ, თანმიმდევრულ და მიზანმიმართულ ანტიპროპაგანდას სომხეთის არჩეული ხელისუფლებისა და პირადად ჩემს მიმართ. სხვა რა დასკვნა დარჩა?“ – განაცხადა ფაშინიანმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები „ინსტიტუციური ტრადიციების“ ფარგლებშია.
„ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ რუსი სამხედროების მიერ სომხეთში რუსი დეზერტირის დიმიტრი სეტრაკოვის გატაცებით“, – განაცხადა მან.
ამ კონტექსტში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები სომხეთის ტერიტორიაზე მიუღებელია. ერევნის მოთხოვნების არ დაკმაყოფილებას შესაბამისი შედეგები მოჰყვება.