მთავარიპოლიტიკა

„სომხეთმა პრაქტიკულად გაყინა ОДКБ-ში მონაწილეობა“ – ფაშინიანი

ამის შესახებ  სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვვარაუდობ, რომ ОДКБ-მ არ შეასრულა უსაფრთხოების ვალდებულებები სომხეთის მიმართ, კერძოდ, 2021 და 2022 წლებში და ეს უშედეგოდ ვერ ჩაივლის.  შედეგი არის ის, რომ ჩვენ პრაქტიკულად, ფაქტობრივად, გავყინეთ ჩვენი მონაწილეობა ОДКБ-ში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში ОДКБ-ს ფარგლებშია განთავსებული.

„ეს არის სრულიად განსხვავებული სამართლებრივი კონტრაქტის განზომილება და ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა, შევეხოთ ამ განზომილებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button