პოლიტიკა

კუხო-დან გასვლასთან დაკავშირებით სომხეთის პოზიცია ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ არის სიცხადე სომხეთის პოზიციასთან დაკავშირებით კუხო-დან გასვლის შესახებ.

„არა, ჯერ არ გარკვეულა. აქ საკმაოდ ხშირი კონტაქტები გვაქვს სომეხ კოლეგებთან. რა თქმა უნდა, განვმარტავთ. თუ შესაბამისი დოკუმენტებით ვიხელმძღვანელებთ, კუხო-ს კუთხით ასეთი რეჟიმი არ არსებობს. ვისაუბრებთ, გავარკვევთ“, – აღნიშნა პესკოვმა.

France 24-თან ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა გაყინა მონაწილეობა რუსეთის ხელმძღვანელობით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო).

„ჩემი შეფასებით, კუხო-მ არ შეასრულა უსაფრთხოების ვალდებულებები სომხეთის მიმართ, კერძოდ, 2021 და 2022 წლებში და ეს უშედეგოდ ვერ ჩაივლიდა. და შედეგი არის ის, რომ ჩვენ პრაქტიკულად, ფაქტობრივად, გავყინეთ ჩვენი მონაწილეობა კუხო-ში“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button