ეკონომიკა

,,მშვიდობის გზაჯვარედინი“ მნიშვნელოვანია ინდოეთის ოკეანეში ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით

სომხური ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“ მნიშვნელოვანია ინდოეთის ოკეანეში ინფრასტრუქტურული პროექტების კონტექსტში. ამის შესახებ ნიუ დელიში პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელ ნარეკ მკრტჩიანთან შეხვედრისას განაცხადა „ინდოეთის ფონდის“ დირექტორმა გენერალ-მაიორმა დრუვ კატოჩმა.

როგორც მკრტჩიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, გენერალ-მაიორთან შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი ინტერესის საკითხებზე თანამშრომლობის შესაძლებლობები.

მან კატოჩს წარუდგინა პროექტი “მშვიდობის გზაჯვარედინი”, თავის მხრივ, კატოჩმა ხაზი გაუსვა სომხეთის ინიციატივას ინდოეთის ოკეანეში ინფრასტრუქტურული პროექტების კონტექსტში, ასევე სომხეთის მონაწილეობას ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ მსოფლიო კონფერენციაში “ინდოეთის ოკეანე”.

ნახეთ მეტი
Back to top button