პოლიტიკა

რუსეთი არ არის სანდო და კეთილსინდისიერი მოკავშირე ან პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა „ამერიკის ხმის“ სომხური სამსახურის თხოვნას პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებებთან დაკავშირებით სომხეთის კუხო-ში წევრობასთან და ერევნის მიერ თავდაცვის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

„ჩვენ პატივს ვცემთ სომხეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სურვილს, გააგრძელოს მის მიერ არჩეული უსაფრთხოების ურთიერთობები და ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონის ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ერევნის მოსკოვთან ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას დეპარტამენტმა აღნიშნა. „რუსეთი არ არის სანდო და კეთილსინდისიერი მოკავშირე ან პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში ან სხვაგან. ჩვენ არაერთხელ გვინახავს, ​​რომ რუსეთს არ ადარდებს სომხეთის ინტერესები“.

ნახეთ მეტი
Back to top button