სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი სომხეთში.
,,შემიძლია ვთქვა, რომ მაღალი რანგის ვიზიტები ინფორმირებულია თავის დროს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა Armenpress-ის კითხვის პასუხად.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარტში ერევანსა და ბაქოს ეწვევა. აღნიშნულია, რომ სომხეთში ვიზიტი სავარაუდოდ 4 მარტს შედგება.