საზოგადოება

არარატის რეგიონი: “მარსის მიწა”  – მარტიდან ასტრონავტები იზოლირებულნი იქნებიან სომხურ მარსის მსგავს კლდეებში

დედა პლანეტაზე ტარდება ექსპერიმენტები, რათა შემდგომში რეალობად იქცეს ადამიანის ოცნება მარსზე მიღწევის შესახებ.

წითელი პლანეტის „შეგრძნების“ ძირითადი საქმიანობა წელს სომხეთში განხორციელდება. 2024 წლის 12 მარტიდან არარატის რეგიონის უნიკალური კლდეები 1 თვის განმავლობაში დედამიწაზე მარსის რელიეფის ასლი გახდება. ამით კაცობრიობა ცდილობს “შეიგრძნოს“ წითელი პლანეტის თავისებურებები.

“ავსტრიის კოსმოსური ფორუმის” ხელმძღვანელი გერნოტ გრომერი, რომელიც პასუხისმგებელია ექსპერიმენტზე, რომელიც აჩვენებს 2 ადგილის ძალიან მსგავს სურათებს დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით, ამბობს: ცა რომ ლურჯი იყოს ამ ადგილების გარჩევა ჩეუძლებელი იქნებოდაო.

წლევანდელ მისიას შორეული პლანეტის ცხოვრების პირობების შესამოწმებლად ეწოდა AMADEE 24. სომხური მხარის პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორი ჰაიკ ასლანიანი აღნიშნავს, რომ სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის საჭირო  აღჭურვილობა უკვე სომხეთშია.

„სამზადისი დასასრულს უახლოვდება, რადგან ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, აქაც ბოლო დღეებში ხდება თავგადასავლები. ბოლო 1 კვირა წვიმდა მხოლოდ ტვირთის გადაზიდვისას. იქ გზები თიხისაა და იყო გარკვეული დაბრკოლებები მარსის სადგურამდე აღჭურვილობის მიტანაში. მაგრამ შედეგები დადებითია, ყველა ტექნიკა უკვე ადგილზეა, ვენიდან „მარსის“ სადგურში  2 კონტეინერი ჩამოვიდა.

ორ სტანდარტული ზომის გადაზიდვის კონტეინერში არის მოწყობილობა, რომელიც დაეხმარება სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ 6 სუროგატ ასტრონავტს თავი იგრძნონ პლანეტა მარსზე. მათ შორის არის სპეციალური აღჭურვილობა, როვერები და სხვა რობოტული მოწყობილობები, რომლებიც შეაგროვებენ მარსის ნიადაგის ნიმუშებს, მაგრამ ფაქტიურად  არარატის ნიადაგს.

ასტრონავტები იცხოვრებენ ფუტურისტულ სადგურში, რათა გაუძლონ მარსის პირობებს 1 თვის განმავლობაში. ვეკითხები ჰაიკ ასლანიანს, როგორია სადგური „მომავლიდან აწმყოში გადატანილი“სადგური.

– მთიდან გამომავალი 3 სეგმენტისგან შემდგარ სტრუქტურას ჰგავს. სადგურის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.

– და როგორ ჩამოყალიბდა დაცვის ჯაჭვი? შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ ვერავინ მოხვდება?

– ტერიტორიას 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებს  ვიდეოკამერები. საკონტროლო ცენტრიდან 7 ოპერატორი უყურებს. ეს არის მხოლოდ ჩვენს მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, პლუს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გამოყოფილი თანხები.

მარსის რელიეფის „ტყუპი“ სომხური კლდეები კვირების განმავლობაში იქნება გლობალური კოსმოსური ინდუსტრიის ყურადღების ცენტრში. AMADEE 24-ის წარმომადგენელი მონიკა ფიშერი ამბობს, რომ სომხეთში ჩამოვლენ ჟურნალისტები გერმანიიდან, ავსტრიიდან და რიგი სხვა ქვეყნებიდან.

სომხეთში პროგრამის ხელმძღვანელი გაიანე ჰაკობიანი დეტალურად განმარტავს: ფაქტობრივ იზოლაციამდე სომხურ და საერთაშორისო მედიას საშუალება ექნება გადაიღოს კოსმონავტის ტანსაცმლის ჩაცმის, კოსმოსური კოსტუმით სიარულის და მარსმავალთან მუშაობის პროცესი.

„დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ხდება ტანსაცმლის ჩაცმა, კიდევ 3-4 საათის განმავლობაში იხსნიან. ეს არის დაახლოებით 43 კილოგრამი ტანსაცმელი. ისინი ატარებენ მას ეგზოჩონჩხით, რადგან ჩვენ არ გვაქვს გრავიტაციული სიმსუბუქე პლანეტა დედამიწაზე, როგორც მარსზე“.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ისინი, ვინც არ არიან დაკავშირებული სამეცნიერო ექსპერიმენტთან, ვერ შეძლებენ ობიექტტან მიახლოებას. ყველაფერი გაკეთდება ისე, რომ დაუსახლებელი პლანეტის ტყუპებზე მხოლოდ ასტრონავტები, როვერები და დრონები იყვნენ.

„არავინ, გარდა დამხმარე ჯგუფისა, რომელიც არ მიუახლოვდება კოსმოსურ სადგურს სრული სიმულაციისა და იზოლაციის უზრუნველსაყოფად. ისინი 15 სამეცნიერო ექსპერიმენტით, მათ შორის სომხურით, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში იმუშავებენ. ისინი იზოლაციიდან 5 აპრილს გამოვლენ. გასვლის პროცესი ასევე იქნება ღონისძიება, რომლის დროსაც როგორც მედიას, ისე საზოგადოებას ექნება საშუალება ნახოს, თუ როგორ ტოვებენ ისინი კოსმოსურ სადგურს.

მისიის მიმდინარეობას 12 მარტიდან 5 აპრილამდე საზოგადოებრივი რადიოც ადევნებს თვალს.

ნახეთ მეტი
Back to top button