საზოგადოება

თბილისში პატივი მიაგეს სუმგაითის ტერაქტების უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას

2024 წლის 25 თებერვალს, თბილისში, საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს სომხური სათვისტომო“ ერთობლივი ღონისძიებებით აღინიშნა სუმგაითში მომხდარი უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნა.

დღე დაიწყო ავლაბრის  წმინდა ეჯმიაძინის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს, სომხეთის რესპუბლიკისა და არცახის დროშებით ახალგაზრდა თბილისელი სომხები  არასამთავრობო ორგანიზაცია  „საქართველოს სომხური სათვისტომოს“ თავმჯდომარის  არტურ მირზოიანის ხელმძღვანელობით გაემართნენ  წმინდა გევორგის ეკლესიისკენ სადაც  შეუერთდნენ  სომხური ეპარქიის წინამძღვარ  ეპსკოპოს  ტერ კირაკოს დავთიანის მიერ ჩატარებულ საკვირაო წმინდა ლიტურგიას

წმ. ლიტურგიას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, საელჩოს დიპლომატები, გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, თბილისელი სომეხი ინტელექტუალები, საზოგადოების წევრები.

ნახეთ მეტი
Back to top button