პოლიტიკა

პაპიკიანმა ქართველ კოლეგასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები განიხილა

სრ თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს დღეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქართველოს ვიცე-პრემიერ,  თავდაცვის მინისტრთან  ირაკლი ჩიქოვანთან. ამის შესახებ სურენ პაპიკიანის ფეისბუქის გვერდიდან ვიგებთ.

„სატელეფონო საუბრისას ჩემს კოლეგას მივულოცე საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა.

განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები და მომავალი ამოცანები, გავცვალეთ მოსაზრებები უსაფრთხოების საკითხებზე.

ჩვენ ორივემ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა ურთიერთობების უწყვეტი განვითარებისთვის“, – ნათქვამია ცნობაში.

ნახეთ მეტი
Back to top button