საერთაშორისო

როგორ გახდა საფრანგეთი აზერბაიჯანის ცილისწამების სამიზნე   –    France24

7 თებერვალს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მოულოდნელი და აშკარა გამარჯვება მოუტანა ხმების 92%-ით.

პირველად, სულ მცირე, ათწლეულის განმავლობაში, საერთაშორისო დამკვირვებელთა გუნდში საფრანგეთის წარმომადგენლები არ იყვნენ. რამდენადაც ალიევი ამკაცრებს კონტროლს ქვეყნის მმართველობასა და საარჩევნო სისტემაზე, საერთაშორისო დამკვირვებელთა ჯგუფში დასავლეთ ევროპის მოქალაქეები ნაკლებია. მაგრამ გერმანიის, ავსტრიის, ესპანეთისა და იტალიის რამდენიმე მოქალაქე მაინც შედიოდა დამკვირვებელთა მისიაში.

დამკვირვებელთა გუნდში საფრანგეთის არარსებობა საფრანგეთსა და აზერბაიჯანს შორის უთანხმოების შედეგია. ფრანგ პარლამენტარებს, რომლებიც წარსულში ეწვივნენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, როგორც არჩევნების დამკვირვებლები, ამის შესახებ გაგონებაც კი აღარ სურთ. „როდესაც გყავს პრეზიდენტი, რომელიც სისტემატურად ირჩევა ხმების 80%-ზე მეტით, მე ამას არ დავარქმევ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“, – თქვა კლოდ კერნმა, სენატორი აღმოსავლეთ საფრანგეთის რეგიონის ბას-რაინიდან, რომელიც იყო  საფრანგეთის დელეგაციის შემადგენლობაში  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

საფრანგეთი, ისევე როგორც სხვა ევროპული ქვეყნები, დიდი ხანია იყო ეგრეთ წოდებული “ხიზილალის დიპლომატიის” ობიექტი. ამ ტერმინს ექსპერტები და ჟურნალისტები ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებენ ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანის განსაკუთრებით გულუხვი და თავისებური ლობისტური სტრატეგიის აღსაწერად.

წარსულში საფრანგეთს განსაკუთრებული ადგილი ეკავა ბაქოს პოლიტიკური ელიტებისთვის. საფრანგეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრია, რომელშიც ასევე შედიან შეერთებული შტატები და რუსეთი. ამგვარად, საფრანგეთი ბაქოში მნიშვნელოვან ევროპულ ძალად ითვლებოდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის, ვინაიდან ბაქო დიდი ხანია თვლიდა, რომ საფრანგეთის სომხურ თემს დიდი გავლენა აქვს საფრანგეთის სამთავრობო წრეებში.

2020 წლის სექტემბერში მთიანი ყარაბაღის ომი ორმხრივი განხეთქილების დასაწყისი იყო. ორი წლის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთი „არასოდეს მიატოვებს სომხებს“.

საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვები ბაქომ დიპლომატიურ დარტყმად შეაფასა.

საფრანგეთის ეს მხარდაჭერა ჩამოყალიბდა 2023 წლის ოქტომბერში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეკატერინე კოლონას სომხეთში ვიზიტის შემდეგ, როდესაც მან გამოაცხადა, რომ „საფრანგეთი დათანხმდა სომხეთთან სამომავლო კონტრაქტების დადებას, რაც საშუალებას მისცემს სომხეთისთვის  სამხედრო ტექნიკის მიწოდებას, რითაც სომხეთი შესძლება თავის დაცვას“.

შემდეგ აზერბაიჯანში დაიწყო დიპლომატიური ცვლილებები , რომელიც სულ უფრო დაემსგავსა 180 გრადუსიან შემობრუნებას.

2023 წლის ნოემბერში გაჩნდა ვიდეო, რომელიც უაღრესად აკრიტიკებდა 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზებას პარიზში, რამაც საფრანგეთში მედია აჟიოტაჟი გამოიწვია. საგარეო ციფრული ჩარევისგან დაცვის საფრანგეთის სამთავრობო სააგენტო VIGINUM-ის ცნობით, ეს იყო აზერბაიჯანთან დაკავშირებული კამპანია.

სხვა, პარალელურ გზაზე, აზერბაიჯანი ხელს უწყობს ახალი სტრუქტურის პრეტენზიების წინსვლას სახელწოდებით „ბაქოს საინიციატივო ჯგუფი“. მისი წევრები არიან  დამოუკიდებლობისათვის  მებრძოლები საზღვარგარეთის ტერიტორიებიდან და საფრანგეთის იეთი რეგიონებიდან, როგორიცაა საფრანგეთის გვიანა, მარტინიკა, ახალი კალედონია და გვადელუპე, გმობენ საფრანგეთის „კოლონიზაციას“ და „ნეოკოლონიალიზმს“ და მოუწოდებენ „დეკოლონიზაციისკენ“.

ნახეთ მეტი
Back to top button