მთავარიპოლიტიკა

საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა ამოქმედოს ყველა მექანიზმი, რათა თავიდან აიცილოს სუმგაითის მსგავსი დანაშაულების განმეორება   – სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრომ სუმგაიტის დარბევის 36 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

„1988 წელს 27 თებერვალს საბჭოთა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და აბსოლუტური დაუდევრობის პირობებში დაიწყო სუმგაითის სომეხი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა, რასაც თან ახლდა ძალადობის, სისასტიკის, იძულებითი გაუჩინარების, საკუთრების დაუფლებისა და ადამიანთა უფლებების მასიური დარღვევები. დაიღუპა ასობით სომეხი, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები, ათასობით სომეხი კი იძულებით გადაასახლეს.

სუმგაითტის ტრაგედიას მოჰყვა სომხების ხოცვა-ჟლეტა კიროვაბადში, ბაქოში და აზერბაიჯანის სხვა სომხებით დასახლებულ რეგიონებში. ამ ჯაჭვურმა მოვლენებმა, ისევე როგორც ადრე ნახიჩევანის სრულმა დეპოპულაციამ, აჩვენა, რომ აღნიშნული დანაშაულებები იყო არა ნაციონალიზმზე დამყარებული ძალადობის ცალკეული ეპიზოდები, არამედ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სომხური სიძულვილის პოლიტიკის რეგულარული გამოვლინება. ამ პოლიტიკის შედეგად საბჭოთა აზერბაიჯანიდან იძულებით გადაასახლეს დაახლოებით 500 000 ეთნიკური სომეხი.

საგულისხმოა, რომ ეს მოვლენები არა მარტო სომხურ მოსახლეობას შეეხო. მათ ასევე თან ახლდა მიზანმიმართული ქმედებები სომხური მემკვიდრეობისა და ზოგადად სომხური კვალის აღმოსაფხვრელად.

უკვე 21-ე საუკუნეში, სრული დაუსჯელობის პირობებში, აზერბაიჯანი აგრძელებდა იგივე პოლიტიკას, აგრძელებდა მთიანი ყარაბაღის ძირძველი სომხების დატერორებას, არაადამიანურ ბლოკადას, შიმშილით სიკვდილს და საბოლოოდ მთიანი ყარაბაღიდან სომეხთა  გასახლებას ძალის გამოყენებით, ეთნიკური წმენდის მექანიზმით,  რომელიც დასრულდა გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებული სამი იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილების დარღვევითაც კი.

დღესაც აზერბაიჯანი აგრძელებს მის კონტროლს ქვეშ მყოფი სომხური კვალის აღმოფხვრის პოლიტიკას, სომხური რელიგიური და ისტორიულ-კულტურული ძეგლების შეურაცხყოფას, ვანდალიზმს და განადგურებას. დღესაც სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმდინარე ქსენოფობიურ და მტრულ პოლიტიკას თან ახლავს მაღალი დონის სიძულვილის ენა, მუქარა და აგრესიული რიტორიკა, რაც ხელს უშლის ხალხებს შორის მტრობის დაძლევას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.

საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მისცეს ადეკვატური შეფასება მომხდარი მასობრივი დანაშაულების შესახებ და ამოქმედდეს ყველა არსებული მექანიზმი, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი დანაშაულების განმეორება და ხელი შეუწყოს სომხეთის გულწრფელ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button