ეკონომიკა

წლის დასაწყისში სომხეთის თითქმის ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი აჭარბებდა 2023 წლის იანვრის შედეგებს

სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა 2024 წლის იანვარში ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამახასიათებელი წინასწარი ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორები, რომლებიც მიღებულია მიმდინარე-ოპერაციული შეჯამებით.

„Armenpress“-ის  ცნობით, წარმოდგენილი მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს, რომ მიმდინარე წლის იანვარში სომხეთში ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელმა 10,7 პროცენტით გადააჭარბა გასული წლის იმავე თვის მონაცემებს. ამასთან, 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 45,1 პროცენტით შემცირდა.

სამრეწველო პროდუქციის მოცულობა 2024 წლის იანვარში 21 პროცენტით მეტი იყო გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელზე და 206 მლრდ 254,3 მლნ დრამი შეადგინა. 2023 წლის დეკემბერთან შედარებით 43,1 პროცენტით შემცირდა.

ნახეთ მეტი
Back to top button