პოლიტიკა

იმედი ვიქონიოთ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე პროგრესი იქნება  – პრემიერ მინისტრი

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან კირიაკოს მიცოტაკისთან მოლაპარაკების შედეგების შემაჯამებელ განცხადებაში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელია პროგრესის მიღწევა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოახლოებულ შეხვედრაზე.

„მოგეხსენებათ, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ შეხვედრის დროს შესაძლებელი იქნება პროგრესის მიღწევა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს რეგიონის პრობლემები და კონკრეტული  ნაბიჯები შემდგომი პროგრესის უზრუნველსაყოფად.

ნახეთ მეტი
Back to top button