პოლიტიკა

ინფორმაცია საფრანგეთთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლის შესახებ მცდარია:  მორიგი აზერბაიჯანული დეზინფორმაციული კამპანია

ფრანგულენოვანი ბლოგინგი Agoravox-ის პლატფორმით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანგულ მხარესთან მიღწეული იქნა შეთანხმება სადაზვერვო მონაცემების გაცვლაზე პარიზში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, არ შეესაბამება რეალობას.

ამის შესახებ „Armenpress“-თან  საუბარში სომხეთის  პრემიერ-მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა გორ წარუკიანმა განმარტა.

„აღნიშნულ წყაროში ფიზიკურ პირებს შეუძლიათ თავისუფლად დაარეგისტრირონ და გამოაქვეყნონ თავიანთი სიახლეები და სტატიები, რომლებიც არ ექვემდებარება არანაირ რედაქტირებას და შესაბამისად წყარო არ შეიძლება ჩაითვალოს სანდოდ. კერძოდ აღნიშნული მასალა გამოაქვეყნა „ს. ლამპიონმა“ უცნობი ავტორის სახელით, შემდეგ კი მაშინვე გავრცელდა X-ის აზერბაიჯანულ ფურცლებზე. ზემოაღნიშნულიდან აშკარაა, რომ საქმე გვაქვს დეზინფორმაციულ კამპანიასთან სომხეთის წინააღმდეგ“, – ხაზგასმით აღნიშნა წარუკიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button