საერთაშორისო

რუსეთი ევროკავშირისგან მილიონობით ევროს სანქცირებულ საქონელს იღებს:  Bloomberg

2023 წლის სულ რაღაც ცხრა თვეში, სანქციების ქვეშ მყოფი საქონლისა და ტექნოლოგიების ღირებულებამ, რომელიც რუსეთმა მიიღო ევროკავშირისგან, რომელიც სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა, შეადგინა 450 მილიონი ევრო. მეტიც, საქონლის თითქმის მეოთხედი პირდაპირ ევროპის ქვეყნებიდან შემოდიოდა. ამის შესახებ Bloomberg-ი  სავაჭრო ნაკადების მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით წერს. სტატიაში არ არის ნახსენები თუ  სანქციების ქვეშ რომელ კონკრეტულ პროდუქტზეა  შესახებაა ლაპარაკი,  რომელსაც სააგენტო „მაღალ პრიორიტეტს“ უწოდებს. წყაროს ცნობით, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ამ პროდუქტებით ვაჭრობის მოცულობა ევროკავშირსა და რუსეთს შორის შემცირდა. ამასთან, მკვეთრად გაიზარდა იგივე საქონლის ექსპორტი ევროპის ქვეყნებიდან მესამე ქვეყნებში, იქიდან კი რუსეთში. Bloomberg-ი  მოიხსენიებს  თურქეთს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს, სერბეთსა და ჩინეთს, ასევე უზბეკეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, სანქციების გვერდისა ავლაში ჩართულ ქვეყნებს შორის. სააგენტომ ასევე დაადგინა, რომ სანქციების ქვეშ მყოფი საქონლის ნაწილი იწარმოება ევროპელი მწარმოებლების უცხოური შვილობილი კომპანიების მიერ და ასევე გადის რუსეთში ექსპორტზე მესამე ქვეყნების გავლით. ევროკომისიის წარმომადგენლებმა ამ თემაზე ბლუმბერგის კითხვებს არ უპასუხეს.

ნახეთ მეტი
Back to top button