სომხეთის ეროვნული საბლეის თავმჯდომარის აზრით, მართებული იქნება, თუ რუსი მესაზღვრეები დატოვებენ „ვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტს
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი მიიჩნევს, რომ მართებული იქნება, რუსმა მესაზღვრეებმა „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტი დატოვონ.
“Armenpress”-ის ინფორმაციით, ასეთი პოზიცია სიმონიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში გამოთქვა, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ რუსი მესაზღვრეები “ზვარტნოცის” აეროპორტს დატოვებენ.
„მე არ ვყოფილვარ ასეთი დისკუსიის მონაწილე. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სწორი იქნება მათი იქიდან წასვლა“, – განაცხადა სიმონიანმა და დასძინა, რომ ეს მისი პირადი აზრია.
პარლამენტის თავმჯდომარე არ არის დარწმუნებული, რომ რუსი მესაზღვრეები სომხეთის საზღვრებს დაიცავენ.
„არაერთხელ დადასტურდა, რომ არ იცავენ. რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ისინი ხშირად აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ეს საზღვრები ბევრად უფრო დაუცველი ყოფილიყო. რა გააკეთეს, როცა მთიან ყარაბაღში ჩავიდნენ? გამოიყვანეს სომეხი ხალხი, ეს არის დაცვა? მოვლენ და გაგვაცილებენ მე და თქვენ „ზვართნოციდან“?“ – თქვა სიმონიანმა.