28 თებერვალს, სომხეთის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი შეხვდა ვიცე-პრემიერს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერას და მის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.