საზოგადოება

რომის პაპმა სომხეთი და მთიანი ყარაბაღიდან დევნილი სომხები მოიხსენია

2024 წლის 28 თებერვალს უწმიდესმა პაპმა ფრანცისკემ მიიღო ვატიკანში ჩასული სომხური კათოლიკური ეკლესიის სინოდის წევრები, წმინდა კილიკის სომხური კათოლიკური ეკლესიის კათოლიკოსი – უწმიდესი და ნეტარი პატრიარქი თ. რაფაელ პეტროს 21-ე მინასიანის ხელმძღვანელობით.

მათთან მიმართებაში რომის პაპმა აღნიშნა, რომ ბედნიერია წმინდა გრიგორ ნარეკაცის ხსენების დღის შემდეგ შეხვედრისთვის, შემდეგ კი სომხეთზე ისაუბრა და კონკრეტულად აღნიშნა: „როგორ არ გავიხსენოთ სიტყვებით თუ ლოცვებით სომხეთი, განსაკუთრებით ისინი, ვინც გაიქცნენ მთიანი ყარაბაღიდან, თავშესაფრის მაძიებელი მრავალი დევნილი ოჯახი“. მიმდინარე ომებსა და კონფლიქტებზე საუბრისას უწმინდესმა მათ უწოდა „ყოველთვის ტრაგიკული და ყოველთვის აბსურდული“ და განაგრძო: ,,ბევრ მათგანს ვევედრებოდი, “საკმარისია”. ერთად ვუპასუხოთ სიმშვიდის ძახილს, რომ ყველას გულს შეეხოს… და უპირველეს ყოვლისა, ვილოცოთ. მე ამას გავაკეთებ თქვენთვის და სომხეთისთვის“.

ნახეთ მეტი
Back to top button