კულტურა

უკრაინაში ქუჩას სომეხი კინორეჟისორის სერგეი ფარაჯანოვის სახელი მიენიჭა

უკრაინის ქალაქ კროპივნიცკიში ქუჩას და ხეივანს ცნობილი სომეხი კინორეჟისორის სერგეი ფარაჯანოვის პატივსაცემად, მისი სახელი უწოდეს. ამის შესახებ  იუწყება უკრაინული პერიოდული გამოცემა Analitika.

კროპივნიცკის საკრებულოს სხდომაზე მათ მხარი დაუჭირეს პუგაჩოვის ქუჩას და ხეივანს სერგეი ფარაჯანოვის ქუჩა და ხეივანი ეწოდოს.

ქუჩის სახელის გადარქმევის წინადადება სერგეი ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კიროვოგრადის ოლქში მოქმედმა უკრაინის სომეხთა კავშირმა წარმოადგინა, ტიგრან ხაჩატრიანის ხელმძღვანელობით.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კროპივნიცკიში სომხური ეკლესიის ასაშენებლად მიწა გამოიყო. Analitika დასძენს, რომ უკრაინის სომეხთა კავშირი ვილენ შატვორიანის ხელმძღვანელობით აქტიურად მუშაობს ეროვნული ისტორიული ფასეულობების გასაჯაროებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button