პოლიტიკა
აზერბაიჯანი ევროპელი დამკვირვებლების მოკვლით იმუქრება
Инфотека 24 წერს, რომ აზერბაიჯანული (სახელმწიფო) მედია ემუქრება არა მარტო სომხეთს და სომხებს, არამედ ევროკავშირის მისიას სომხეთში, წერს @KarabakhRecords.
ისინი აცხადებენ, რომ თუ სომხეთი თავის ტერიტორიაზე ქარხანას ააშენებს, აზერბაიჯანი გაანადგურებს შენობას და მის გარშემო მცხოვრებ ადამიანებს. საუბარია მეტალურგიულ ქარხანაზე, რომლის მშენებლობა ერასხში აზერბაიჯანის მხრიდან მუდმივი დაბომბვის გამო შეჩერდა.
დღეს ქარხნის ტერიტორიაზე ევროკავშირის დამკვირვებელთა ჯგუფი მივიდა, რამაც აზერბაიჯანული მხარის აღშფოთება გამოიწვია. ამ უკანასკნელმა ჩვეული წესით დაიწყო ევროპელი დამკვირვებლების მიმართ მუქარა.
შეგახსენებთ, რომ ვებგვერდი, რომელმაც მუქარა გააჟღერა, ეკუთვნის აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწეს, ჰიკმეტ ჰაჯიევს.