ეკონომიკა

რომელ ქვეყნებში გადის ავეჯი საქართველოდან

2023 წელს, საქართველოდან ჯამში 6,94 მლნ აშშ დოლარის ავეჯი გავიდა. საქსტატის მონაცემებით, ეს მცირედით ჩამორჩება წინა წლის მაჩვენებელს. 2022 წელს 7,041 მლნ აშშ დოლარის ავეჯის ექსპორტი განხორციელდა.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს, ავეჯის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერი სომხეთია.

უფრო კონკრეტულად, დასაჯდომი ავეჯის და მისი ნაწილების ექსპორტის მიხედვით, 2023 წელს ტოპ-5 ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:

  • სომხეთი 2,131 მლნ აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 88.5 ათასი აშშ დოლარი
  • თურქეთი – 79.7 ათასი აშშ დოლარი
  • რუსეთი – 77.8 ათასი აშშ დოლარი
  • გერმანია – 43 ათასი აშშ დოლარი

სხვა ავეჯი და მისი ნაწილების მიხედვით, ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული:

  • სომხეთი 2,737 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ – 670.2 ათასი აშშ დოლარი
  • ბელარუსი – 207.9 ათასი აშშ დოლარი
  • გერმანია – 124.1 ათასი აშშ დოლარი
  • რუსეთი – 91.3 ათასი აშშ დოლარი
ნახეთ მეტი
Back to top button