მთავარიპოლიტიკა

სომხეთს არასოდეს არ განუცხადებია თანხმობა აზერბაიჯანისთვის ექსტრატერიტორიული დერეფნის მიცემაზე. რუბენ რუბინიანი

სომხეთს არასოდეს არ განუცხადებია თანხმობა აზერბაიჯანისთვის ექსტრატერიტორიული დერეფნის მიცემაზე.

როგორც Armenpress-ი იუწყება, ამის შესახებ, სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ, რუბენ რუბინიანმა განაცხადა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელის დისკუსიაზე.

„სომხეთის პოზიციაა, რომ სამხრეთ კავკასიაში რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვა უნდა მოხდეს ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, იურისდიქციისა და თანასწორობის პრინციპების შესაბამისად. ეს ძალიან მარტივია, ჩვენ ამას ვეთანხმებით, ამას ეთანხმება აზერბაიჯანის პრეზიდენტიც, ჩვენ ეს ქაღალდზე გადაგვაქვს და ვახორციელებთ“, – განაცხადა რუბინიანმა. ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ დასძინა, რომ ზოგჯერ გამოყენებული ტერმინები აჩვენებს მათ ჭეშმარიტ განზრახვას, ვინც მათ იყენებს. „მაგალითად, რატომ გადაწყვიტა სომხეთმა  თავის ინიციატივას რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ უწოდოს „მშვიდობის გზაჯვარედინი“? იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი რეგიონი იყოს მშვიდობის გზაჯვარედინი. აზერბაიჯანი აგრძელებს ტერმინის „ზანგეზურის დერეფნის“ გამოყენებას. სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე არ არსებობს ტერიტორიული ერთეული სახელად „ზანგეზური“ და სომხეთი არასოდეს დათანხმდა აზერბაიჯანისთვის ექსტრატერიტორიული დერეფნის მიცემას“, – განაცხადა რუბინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button